თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 თებერვალს და 15 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 701 193 ლარია.