"მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის კონგრესმა 25 მილიარდი დოლარი უნდა გამოყოს"

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის კონგრესმა 25 მილიარდი დოლარი უნდა გამოყოს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამოსვლისას განუცხადა.

„ჩვენ 30 მილიარდი დოლარი გვჭირდება, აქედან 25 მილიარდი კედლის მშენებლობისთვის, 5 მილიარდი კი უსაფრთხოების სხვა ზომებისთვის“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

ამის სანაცვლოდ ის დემოკრატებს არალეგალი მიგრანტების შვილებისთვის 10-12 წელიწადში მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობის განხილვას დაჰპირდა. ასეთი წინადადება შესაძლოა საიმიგრაციო რეფორმის პროექტში შევიდეს.

ტრამპის თქმით, კედლის მშენებლობა ახალი საიმიგრაციო რეფორმის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია.