Land Rover-ის ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი

ბრიტანული კომპანია Land Rover-ი მისი სუბბრენდის, Range Rover-ის სამოდელო გამაში ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელს წარმოადგენს.

სიახლე სახელწოდებით The Range Rover Coupe SV ახალი საფლაგმანო მოდელი იქნება კომპანიის სამოდელო გამაში. ყველგანმავალი კუპეს საყოველთაო ჩვენება 6 მარტს ჟენევის ავტოშოუს ფარგლებში გაიმართება. როგორც კომპანიის დიზაინერი, გერი მაკგოვენი აცხადებს, ავტომობილის ექსტერიერის დიზაინი იმგვარი იქნება, რომ მისი ნახვისას სუნთქვა შეგეკვრება.

ავტომობილის წარმოება შეზღუდული რაოდენობით, 999 ეგზემპლარად იგეგმება. ის Range Rover-ის ბაზაზე აეწყობა და მის სამოდელო ხაზში არსებულ ყველაზე ძვირიან მოდელზე Range Rover SVAutobiography-ზე ძვირიც ეღირება. ეს მოდელი კი ამჟამად ბაზარზე 250 ათასი დოლარი ღირს.

რაც შეეხება ძალისმიერ აგრეგატებს, ის იმავე ძრავით აღიჭურვება, როგორითაც მისი საბაზისო მოდელი SVAutobiography. ეს არის 5,0 ლიტრიანი V-8.

ამ დროისთვის Land Rover-ი სამკარიან ქროსოვერს Range Rover Evoque-ის სახით აწამროებს, მაშინ როდესაც მათმა ყველა კონკურენტმა კომპანიამ უარი თქვა სამკარიან მოდელებზე. BMW X6 და Mercedes GLE Coupe ორივე ხუთკარიანი კუპეებია.

კოკა კვირკველია