„საკუთარი ინიციატივით ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის შესაძლებლობა არ გვაქვს“

„საკუთარი ინიციატივით ფარმაცევტული ბაზარზე მოკვლევის დაწყების შესაძლებლობა არ გვაქვს“. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„1 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და ერთ ფარმაცევტულ კომპანიას კონცენტრაციის უფლება მივეცით. ბაზარზე რეალურად მინიმუმ 5 მსხვილი და ათეულობით პატარა კომპანია გაჩნდა.გასაგებია, რომ მსხვილი კომპანიების დანახარჯი ერთეულ გაყიდულ პროდუქციაზე შედარებით დაბალია და ამ მხრივ მცირე ფარმაცევტული კომპანიების შეშფოთება მესმის. პატარა კომპანიების ხელმძღვანელებთანაც მქონდა შეხვედრა, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ისინი ბაზარზე საკუთარი პოზიციების დაკავებას საკმაოდ აქტიურად ცდილობენ. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად არ ვმუშაობთ, რადგან საჩივარი არ შემოსულა, ხოლო საკუთარი ინიციატივით ამ თემის დაწყების შესაძლებლობა არ გვაქვს,“-განაცხადა ხადურმა.

ამასთან, როგორც ხადურმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, კონკურენციის სააგენტო მუშაობს დაზღვევის ბაზრისა, საავტომობილო საწვავის ბაზრისა და სხვა მიმართულებითაც.