ელგუჯა ხოკრიშვილმა სარფში ნაპირსამაგრი სამუშოები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირსამაგრ სამუშაოებს სარფში შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს.

სანაპირო 2 კილომეტრის მანძილზე ტეტრაპოდებით მაგრდება, ნაპირის მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის, ქვის ცვენისაგან დამცავი ბადე ეწყობა. სანაპირო ზოლის გამაგრებისა და მოწყობის შედეგად, ტერიტორია დაცული იქნება დატბორვისა და დაზიანებისგან.

პროექტის განხორციელების შემდეგ, გზაზე მოძრაობა უსაფრთხო გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს.