ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 22,7%-ს შეადგენს (2016 წელს -18,2%).
ამავე მონაცემებით, ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 23,6%-დან 28%-მდე გაიზარდა, იურიდიულ პირებზე კი პირიქით, 11,5%-დან 11,4%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 7,9% იყო (2016 წელს - 8,7%).
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას ფინანსისტები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის, არასტაბილურ გარემოს, ლარის ძვირ რესურსს და ლარიზაციის პროგრამას.