Nike-მა ქაფის ძირიანი ფეხსაცმელი წარმოადგინა

ამერიკულმა სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Nike-მა სრულიად ახალი ტექნოლოგიით შექმნილი - ქაფის ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგინა, რომელსაც React უწოდა.

„ბოტასები“ სახელწოდებით Nike Epic React Flyknit გაყიდვაში 22 თებერვალს გამოვა. ეს არის სრულიად ქაფის ძირიანი და ზემოდან ნაქსოვი მასალით შექმნილი ნაწარმი, რომელიც მისი ულტრასიმსუბუქის გამო მეტად კომფორტულია სირბილისთვის. თავად ქაფის ტექნოლოგია კი კომპანიის სამოდელო ხაზში დასაბამს მისცემს ახალ „ქაფისძირიანი“ ფეხსაცმლის ხაზს.

ცნობისათვის, სრულიად ქაფის ტექნოლოგიის ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი Boost ორი წლის წინ Adidas-მა წარმოადგინა, შემდეგ კი სპეციალური ხაზი შექმნა რეპერ კანიე ვესტის ბრენდის Yeezys-ის ფარგლებში.

Nike-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ React-ის ტექნოლოგიით შექმნილი ფეხსაცმლის ცვეთა 25 ათასამდე კილომეტრის გარბენაზეა გათვლილი და ის ყველა სხვა მონაცემითაც აღემატება მის კონკურენტებს.

რაც შეეხება ფასს, ის ჯერ არ დასახელებულა, თუმცა მისი ღირებულება 150-200 დოლარის ფარგლებში იქნება.

კოკა კვირკველია