გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, სააგენტოს ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება.

აგრეთვე, გადამოწმებისას, მითითებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზარი.