ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც არ ითვალისწინებს შრომისუნარიანი უმუშევარი მოქალაქეების მხრიდან გადასახადის ამოღებას.
„ახალ განკარგულებაში არ შევიდა შრომისუნარიან უმუშევარ მოქალაქეებზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდა, რომელიც უნდა მოხმარებოდა სახელმწიფო ხარჯებს. ამასთან, პირები, რომლებიც აღიარებდნენ ამ გადასახადის გადახდას, გათავისუფლდებიან გადასახადისგან“ - ნათქვამია ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განაკრგულების წინა ვერსია, რომელიც პრეზიდენტის მიერ იყო ხელმოწერილი ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, ითვალისწინებდა თანხის შეგროვებას უმუშევარი შრომისუნარიანი მოქალაქეებისგან და იმ უცხოელებისგან, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ბელორუსში.
უმუშევრობის კანონმა ბელორუსში პროტესტი გამოიწვია მინსკში, გომელსა და სხვა ქალაქებში, სადაც განკარგულების გაუქმების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.