დავოსის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე გამოსვლისას, ინგლისის ბანკის მმართველმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება, წლიურად დაახლოებით 10 მილიარდი სტერლინგი უჯდება.
ფორუმზე კარნის სთხოვეს შეეფასებინა ბრიტანეთის ეკონომიკაზე „ბრექსიტთან“ დაკავშირებული დანაკარგები. თუმცა, მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ქვეყნის ეკონომიკა იმაზე უკეთეს მდგომრეობაშია, რასაც რეფერენდუმზე „ბრექსიტის“ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ინგლისის ბანკის მიერ გაკეთებული პროგნოზი ვარაუდობდა.
და მაინც, გასული წლის პირველი სამი კვარტლის შეჯამებამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა, მსოფლიოს წამყვან შვიდ ეკონომიკას შორის, ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა. კარნის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის დანაკარგი კვირაში დაახლოებით იმ 350 მილიონი სტერლინგის 2/3-სა და 3/4 -ს შორისაა, რასაც მთავრობა დამატებით ხარჯავს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს მაჩვენებელი „ბრექსიტის“ პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს.