1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4578 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4578 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4999 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0421 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0636 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1034 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0398 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.