მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
კერძოდ, მეტროს მოძრავი შემადგენლობის ვაგონების მოდერნიზაციისთვის ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 5 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 319 216 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღეა განსაზღვრული.