კომპანია Samsung-ის საფლაგმანო სმარტფონის Galaxy S9-ს ფოტოები პრემიერამდე 1 თვით ადრე უკვე გავრცელდა.
Galaxy S9-სა და Galaxy S9+ -ის ფოტოები VentureBeat-მა გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, ორივე სმარტფონს იგივე ტექნოლოგიური ფუნქციები ექნება, რაც მათ წინა მოდელს - S8 -ს აქვს. თუმცა, ახალ მოდელებს რამდენიმე განახლებული მონაცემიც ექნება, მათ შორის საუბარია ფოტო-კამერის გაძლიერებულ შესაძლებლობებზე.
აღსანიშნავია, რომ VentureBeat-ს მობილურის უკანა მხარის ფოტოები არ გაუვრცელებია, თუმცა წერს, რომ თითის სენსორი კამერის ქვემოთ ვერტიკალურად განლაგდება და არა გვერდზე, როგორც ამჟამინდელ „რვიანზეა“.
მობილურის მსოფლიო პრემიერა თებერვალში Mobile World Congress-ზე უნდა გაიმართოს. მისი გაყიდვები კი სავარუდოდ, 16 მარტიდან დაიწყება.
კოკა კვირკველია