70%-იანი ფასდაკლება „ნუტელაზე“ და „შავი პარასკევის“ ტოლფასი დღე საფრანგეთში

საფრანგეთში Nutella-ზე დიდი ფასდაკლება გამოცხადდა, რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

საუბარია 950 გრამიან პროდუქტზე, რომლის შეძენაც 70%-იანი ფასდაკლების შემდეგ 4,5 ევროს ნაცვლად 1,41 ევროდ იყო შესაძლებელი.

Nutella ფრანგების ერთ-ერთი უსაყვარლესი ტკბილეულია და მასზე გამოცხადებული ფასდაკლების გამო, სუპერმარკეტებში პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.

ზოგიერთი მაღაზიის განცხადებით, ფასდაკლების დღეს იმდენი „ნუტელა“ გაყიდეს, რამდენიც როგორც წესი, სამი თვის განმავლობაში იყიდება ხოლმე. ამასთან, როგორც სუპერმარკეტებში აცხადებდნენ, ასეთი ამბავი აქამდე მხოლოდ ამერიკაში „შავი პარასკევის“ დღეს თუ უნახავთ.

ცნობისთვის, „ნუტელა“ კომპანია Ferrero-ს ოჯახის წევრია და ის 1940-იან წლებში შეიქმნა. დღეის მდგომარეობით კი, მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 365 მილიონი კილოგრამი არაქისიანი შოკოლადი იყიდება.

კოკა კვირკველია