ჩინეთის ფინანსური უსაფრთხოების წარმომადგენლებმა, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, ადგილობრივი ბლოგერი 31 ათასი დოლარით დააჯარიმეს.
როგორც ჩინური მედია წერს, მსგავსი მოცულობის ჯარიმა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის პირველია ქვეყნის ისტორიაში.
საუბარია გასული წლის ნოემბერში ჩინეთში პოპულარულ სოციალურ ქსელ WeChat-ში გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ინტერნეტ მედიაში დასაქმებულმა პირმა, რომელიც ქსელში ცნობილი იყო ფსევდონიმით „ცაო“, დაწერა, რომ ფინანსურმა დაწესებულებებმა და დეველოპერებმა გამართეს პრივატული შეხვედრა China Securities Regulatory Commission (CSRC)-ის ოფისში, რომელიც გახლავთ ფასიანი ქაღალდების რეგულატორი ინსტიტუტი ჩინეთში.
„აღნიშნულმა პოსტმა საფონდო ბირჟებზე გამოიწვია ცუდი გავლენა“ - ნათქვამია CSRC-ის მიერ გავცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით შეხვედრა იყო ჩვეულებრივი და მასში საერთოდ არ მონაწილეობდა CSRC-ის წარმომადგენელი.
მათი განცახდებით საფონდო ბირჟებთან და სხვა ფინანსურ დაწესებულებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას ადამიანები და მედია უნდა იყვნენ ძალიან აკურატულები და დაემორჩილონ წესებს, თუ არადა ისინი დაისჯებიან - ნათქვამია CSRC-ის განცახდებაში.
კოკა კვირკველია