2017 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” სტატისტიკის მიხედვით, ფრენები 13%-ით არის გაზრდილი.
გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.
2017 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 142 026 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 16 242 ფრენით და 13%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.