"სტაიანშიკების" ბიზნესში 20 მილიონ ლარზე მეტი "შავი ფული" ტრიალებს"

ისინი ყველგან გვხვდებიან - პროსპექტებზე, პატარა ქუჩებსა თუ ეზოებში.

მათი ცნობა თეთრი ჯოხითა და შუქამრეკლი ჟილეტით ადვილია. ისინი მომსახურების სანაცვლოდ (რაც არავის უთხოვია) ხან პირდაპირ ითხოვენ თანხას, ხან მძღოლებს აგდებენ ნამუსზე, ვინ რამდენს გაიმეტებს; თუ არ გადაიხადე, სულ მცირე, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, თუ გინებასა და მანქანის დაკაწვრას გადარჩი. ავტოსადგომების მეთვალყურეთა მომსახურება სახელმწიფო რეგულაციებს არ ემორჩილება, გასამრჯელოც არ იბეგრება და მოგების გადასახადი ბიუჯეტში არ აისახება. ვიღაცა იტყვის, კარგი ერთი, რა კაპიკებს­ გამოეკიდეო, სინამდვილეში მილიონებთან გვაქვს საქმე. ტრანსპორტისა­ და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დათო მესხიშვილმა საკითხი ძირეულად შეისწავლა და ავტოსადგომების მეთვალყურეთა არაფორმალური ბიზნესის დეტალებზე გვესაუბრება:

- ადრე ისინი გამგეობების თანამშ­რომლები იყვნენ, არეგულირებდნენ პარკირებას და ამაში გასამრჯელოსაც­ იღებდნენ. მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თბილისის მერიამ უარი თქვა მათ მომსახურებაზე და ასპარეზზე ოფიციალურად გამოჩნდა "სითYი პარკი".

სხვა ქვეყნებში ავტოსადგომების მეთვალყურეებს ვერსად ნახავთ. როგორც წესი, პარკირებას შესაბამისი კომპანია არეგ­ულირებს. ჩვენთან "სითი პარკმა" ვერ მოახერხა ამ პრობლემის მოგვარება­. შედეგად მეთვალყურეთა მომსახურება მძღოლებს არაერთ პრობლემას უქმნის, მაგალითად, ხშირად მანქანის გაჩერების საფასურის გამო კონფლიქტია, გეკამათებიან, თუ მათ ტარიფს არ იზიარებ ან მათ მიერვე დათქმულ დროში არ იძლევი ავტომანქანის გაყვანის პირობას.

ყოფილა შემთხვევა, მძღოლი არ დამორჩილებია, მაინც გაუჩერებია მანქანა და უკან დაბრუნებულს მანქანა დაკაწრული დახვედრია. ზოგს ებრალება ისინი, რა ქნან, თავი ხომ უნდა ირჩინონო. სინამდვილეში ეს არის კარგად ორგანიზებული არაკონტროლირებადი ჩრდილოვანი ბიზნესი.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 29 იანვრის ნომერში

ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია