საყოველთაო განვითარების ინდექსის 5 წლიანი ტრენდით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინკლუზიური განვითარების ინდექსის შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ

საერთაშორისო საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეთანხმდა იმ საკითხზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი კეთილდღეობის გაზომვისათვის არასაკმარისი ინდიკატორია. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ბოლო წლებში უკვე დაიწყო კეთილდღეობის ახალ საზომის, - ინკლუზიური განვითარების ინდექსის წარმოება, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის გარდა ინკლუზიური ანუ საყოველთაო კეთილდღეობის სხვადასხვა პარამეტრს აერთიანებს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გადაწყვეტილებით ინკლუზიური განვითარება სამი აგრეგატის მიხედვით ჯამდება:

1.ზრდა (GDP per capita$; Labor productivity $; Healthy life expectancy years; Employment%),

2.ინკლუზიურობა (Net income inequality Gini; Poverty rate%; Wealth inequality Gini; Median income$/day (PPP) per capita)

3. თაობათაშორისი კაპიტალიზაცია (Adjusted net savings*% GNI; Carbon intensity of GDPKtCO2/$bn GDP; Public debt% GDP; Dependency ratio % working age population).

ზრდის აგრეგატის 5 წლიანი ტრენდის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მსოფლიოში 12-ე ადგილზეა, ინკლუზიურობის 5 წლიანი ტრენდის მიხედვით მსოფლიოში მეექვსეა (პირველზე შვეიცარიაა); თაობათაშორისი კაპიტალიზაციის 5 წლიანი ტრენდის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოში 9-ე ადგილზე იმყოფება.

მთლიანობაში, ინკლუზიური განვითარების ინდექსის 5 წლიანი ტრენდის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა." - წერს დუნდუა.