1 თებერვლიდან ბაზარზე პირველი ბრაილის შრიფტიანი ქართული ეტიკეტის ღვინო გამოჩნდება

საქართველოში ბრაილის შრიფტიანი ღვინის ეტიკეტიანი ბოთლები გაიყიდა.

არსებული ინფორმაციით, პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან საქართველო პირველია, სადაც მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის ბრაილის შრიფტიანი ღვინის ეტიკეტიანი ბოთლები გაყიდვაში ჩაეშვა.

ინიციატივა ა(ა)იპ „მომავლის სოფელს“ ეკუთვნის, ბრაილის შრიფტიანი ღვინო კი კომპანია „ნავაზელმა“ ჩამოასხა.

ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტით პირველად „საფერავის“ გაყიდვა დაიწყება და ღვინის მაღაზიებში ის 1-ლი თებერვლიდან გამოჩნდება.