თბილისში ახალი სასტუმრო აშენდება. პროექტი ოთარ ჭილაძის ქუჩაზე განხორციელდება და მასში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
სასტუმროს მშენებლობა, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განხორციელდება.
აღნიშნული პროექტის მიზანია სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინვესტორებს ტურისტულად ყველაზე აქტიურ ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონება შესთავაზოს.
დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 43 200 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 71 200 000 ლარს შეადგენს.