„სამშენებლო სამუშაოების დროს კონტროლი ისედაც წარმოებს, ასე რომ, მიმდინარე კონტროლზე პასუხიმგებლობა რა თქმა უნდა სატრანსპორტო კომპანიას აქვს“.
ამის შესახებ, დედაქალაქის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ რადიო “პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები წინასწარ არსებული და დამტკიცებული პროექტის მიხედვით წარმოებდა. მერიას მშენებელი არ დაუჩქარებია. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს - რაც მოხდა ეს იყო პროექტის, მშენებლობის თუ მიღება-ჩაბარების ხარვეზი. ამ ეტაპზე ამაზე საუბარი გამიჭირდება, ყველა არსებულ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს და შესაბამისმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, ზუსტად არ მახსოვს - დაქირავებული ზედამხედველის თუ ვის მიერ ჩატარდა ექსპერტიზა, ამიტომ სჯობს ამაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუსვათ შეკითხვა. სამშენებლო სამუშაოების დროს კონტროლი ისედაც წარმოებს, ასე რომ მიმდინარე კონტროლზე პასუხიმგებლობა რა თქმა უნდა სატრანსპორტო კომპანიას აქვს,“-აღნიშნა ნარმანიამ.