წინასწარი შეფასებით, 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4,8 % შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში და 2017 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,7 პროცენტი შეადგინა.
2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 4,8 პროცენტი შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში - სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.