2017 წელს საქართველოში 2 922 ობიექტის მშენებლობა დასრულდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 2 922 სამშენებლო ობიექტის მშენებლობა დასრულდა, რაც ჯამში 2 198 309 კვ/მეტრს შეადგენს.

ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი ობიექტის მშენებლობა თბილისში დასრულდა - 860 ობიექტი 1 338 288 კვ/მეტრი.

დასრულებული სამშენებლო ობიექტების რაოდენობით მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი. რეგიონში 2017 წელს დასრულდა 450 ობიექტის მშენებლობა, სულ 122 703 კვ/მეტრი. მესამე ადგილზეა კახეთი, სულ 322 ობიექტი დასრულდა. 2017 წელს 300 ობიექტის მშენებლობა დასრულდა კახეთში, 212 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 205 - შიდა ქართლში, 171 - მცხეთა-მთიანეთში, 145 - სამცხე-ჯავახეთში, 133- აჭარაში, 103 - გურიაში, 21 - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო-სვანეთში.