2017 წელს საქართველოში ნებართვა 10 495 ობიექტის მშენებლობაზე გაიცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 10 495 სამშენებლო ობიექტის მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, რაც ჯამში 6 494 768 კვ/მეტრს შეადგენს. ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი ნებართვა თბილისში გაიცა - 5 032 ობიექტი 3 301 705 კვ/მეტრი.

გაცემული ნებართვების მიხედვით მეორე ადგილზეა ქვემო-ქართლი. რეგიონში 2017 წელს ნებართვა 1 325 ობიექტზე გაიცა. მესამე ადგილზეა აჭარა, ავტონომიურ რესპუბლიკაში სულ 1 141 ობიექტის მშენებლობაზე გაიცა ნებართვა. 2017 წელს 637 ობიექტის მშენებლობაზე გაიცა ნებართვა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 630 ნებართვა გაიცა იმერეთში, 481 - კახეთში, 398 მცხეთა-მთიანეთში, 370 - შიდა ქართლში, 304 - სამცხე-ჯავახეთში, 125 - გურიაში, 43 - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო-სვანეთი.