როგორი ანაზღაურება აქვთ თბილისისა და მთავარ პროკურატურაში

იუსტიციის მინისტრის 26 იანვრის ბრძანებით, მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

როგორც ახალ რედაქციაშია აღნიშნული, მთავარი პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 600 ლარია; მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის - 6 200 ლარი; მთავარი პროკურორის მოადგილის - 6 000 ლარი; დეპარტამენტის უფროსის - 5 600 ლარი; ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის -4 100 ლარი, სამმართველოს უფროსს კი - 3 500 ლარი აქვს.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, I კატეგორიის მრჩეველთა ანაზღაურება 1500-2400 ლარის ფარგლებშია; ხოლო II კატეგორიის მრჩევლების - 1500-1800 ლარი. დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 000 ლარია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კი - 2 900 ლარი. ასევე როგორც დოკუმენტშია მითითებული პროკურატურაში სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება 480 ლარია.

ბრძანებაში განსაზღვრულია ასევე თბილისის პროკურატურის ყოველთვიური სარგოებიც. კერძოდ, თბილისის პროკურორს თვიურად 5 600 ლარი, 4100-4100 ლარი აქვთ პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსსა და პროკურორის მოადგილეს. განყოფილების უფროსის ყოველთვიური სარგო 3270 ლარია, მის მოადგილეს - 3000 ლარი, პროკურორს - 2455 ლარი, უფროს გამომძიებელს კი 2 500 ლარი აქვს.