როგორი იქნება Four Seasons-ს ბრენდის სასტუმრო, რომლის აშენებაც რუსთაველის გამზირზე იგეგმება (+ფოტო)

დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, მსოფლიო ბრენდის Four Seasons-ს სასტუმრო აშენდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიაში განაცხადი გასული წლის 20 სექტემბერს შევიდა. აღსანიშნავია, რომ პროექტმა ესკიზის წინასწარ შეთანხმებაზე თანხმობა უკვე მიიღო.

როგორც მერიისთვის მიმართულ განაცხადშია აღნიშნული, სასტუმრო რუსთაველის გამზირზე, 3493 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიაზე აშენდება, რომლის მფლობელიც სს „სილქნეტია“.

ცნობისთვის, Four Seasons Hotels and Resorts მსოფლიო ბრენდია, რომლის სასტუმროები წარმოდგენილია: ამერიკაში, იტალიაში, ინგლისში, რუსეთში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში.