თბილისის მეტრო ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა და მას შემდეგ საკმაოდ დიდი რაოდენობით მგზავრი გადაჰყავს, ყოველდღიურად დაახლოებით 600 000.
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს თბილისის მეტროს შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის.
პირველ ხაზზე, რომელიც „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით მოძრაობს, მატარებელს მთლიანი მარშრუტის, გასვლას ორივე მიმართულებით 60 წუთი სჭირდება. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ორივე მიმართულებით მატარებელს 30 წუთი სჭირდება.
ამასთან, პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 17 კილომეტრია.
ყოველდღიურად პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები საშუალოდ 400 კილომეტრს, საბურთალოს ხაზზე მომუშავე კი 311 კილომეტს გადიან.
თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კილომეტრს შეადგენს.
რაც შეეხება თბილისის მეტროს გვირაბების სიგრძეს, ის 53,7 კილომეტრს შეადგენს, ამაში შედის დამხმარე გვირაბები და ჩიხებიც.
ყველაზე ღრმა სადგური რუსთაველია, რომელიც 60 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კვტ.სთ დენს ხარჯავს.
დაბოლოს, თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი წონა წყლის ამოტუმბვა ხდება.