2017 წელი მთლიანობაში მაკროეკონომიკური პარამეტრებით საკმაოდ წარმატებულად დაიხურა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერმა, რადგან წელს ბიზნესის წარმომადგენლებს პირველად ხვდება, მათ წარმატებული 2018 წელი უსურვა.
"2017 წელი მთლიანობაში მაკროეკონომიკური პარამეტრებით საკმაოდ წარმატებულად დაიხურა, დაგეგმილზე მაღალი პარამეტრები იყო როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლებით, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდა საერთაშორისო ვაჭრობის და ექსპორტის მაჩვენებლები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. ერთი რამ მინდა გამცნოთ, რომ თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ ხუთეულში შევედით - ეს სულ 2 დღის ახალი ამბავია. ფინანსთა მინისტრი სწორედ ამიტომ იმყოფება აშშ-ში და ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მოსალოცია, რადგან 100-ზე მეტი ქვეყნის რანგირება ხდება და საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში", - განაცხდა კვირიკაშვილმა.
მან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც წარუდგინა და ლექვინაძეს წარმატებები უსურვა.
"მას აქვს საკმაო გამოცდილება ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში და მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილები და გულწრფელები მასთან კომუნიკაციაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.