საფეხბურთო ტრანსფერების მსოფლიო ბაზარი ერთი წლის განმავლობაში (2017 წელი) 32,7%-ით გაიზარდა და 6,37 მილიარდი დოლარი შეადგინა.
როგორც „ფიფას“-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცახდებაშია ნათქვამი, გარდა ფინანსური ზრდისა, ასევე მომატებულია თავად ტრანსფერების რაოდენობა. ამ შემთხვევაში ზრდამ 6,8% შეადგინა, რაც რაოდენობაში 15,642 გარიგებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერების ორი მესამედი (67,4%) მოდის მსოფლიოს წამყვან 50 კლუბზე და 13 საფეხბურთო ლიგაზე.
გარდა ამისა, „ფიფა“-მ ასევე დაასახელა მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი საფეხბურთო ბაზრები. ესენია რიან ჩეხეთი, უნგრეთი და იაპონია.
კოკა კვირკველია