თბილისის მერიამ გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდ. გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 15 თებერვალს იწყება და 20 თებერვალს სრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 096 327 ლარს შეადგენს და მისი მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან, 360 დღეში უნდა დასრულდეს.
დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებული იქნება აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.