გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე 574 ევროს ოდენობის კბილის ჯაგრისების ქურდობისთვის დააკავეს

გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე 574 ევროს ოდენობის კბილის ჯაგრისების ქურდობისთვის დააკავეს.

ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, 22 და 25 წლის მამაკაცები ქალაქ ებერბახის სუპერმარკეტში ქურდობისთვის დააკავეს. მათ სუპერმარკეტიდან 574 ევროს ოდენობის კბილის ჯაგრისები გამოიტანეს.

გამომძიებლების მტკიცებით, აღნიშნული პირების შემოსავლების წყარო სისტემატიური ქურდობა იყო. დაკავებისას საქართველოს მოქალაქეებს ნაქურდალი ნივთები აღმოუჩინეს.

გერმანელი სამართალდამცველები გამოძიებას განაგრძობენ, რათა დაადგინონ დაკავებულების კავშირი სხვა სამართალდარღვევებთან.