2017 წელს 300-დან 93 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. ამის შესახებ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის მუშაობის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პროფესიული განვითარების საბჭომ გასულ წელს 174 საკითხი და 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საქმე განიხილა. აღსანიშნავია, რომ ამათგან, 300 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
„ამ 300 ექიმიდან, 207 მათგანს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა, 93 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა. მათ შორის, 3 ექიმს 1 წლის ვადით შეეზღუდა სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში (სტატუსის მინიჭება) მონაწილეობის უფლება. 1 თვის ვადით შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება - 37 ექიმს, 43 ექიმს - 2 თვით; 12 ექიმს - 3 თვის ვადით, ხოლო 1 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება 4 თვით შეუჩერდა,“-ნათქვამია ანგარიშში.