ქუთაისის მერიამ ახალი ა (ა)იპ-ისთვის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოყო

ქუთაისის მერიამ ახალი ა (ა)იპისთვის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოყო.

ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისი" მერიის გადაწყვეტილებით იქმნება, რომლის ფუნქცია გარეგანათების და შუქნიშნების მონტაჟი, ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია იქნება. აღნიშნულ სამუშაოებზე გასულ წლებში მერია აცხადებდა ტენდერს, თუმცა მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი მერიამ შეწყვიტა და ა(ა)იპის შექმნა გადაწყვიტა.

მერიის გადაწყვეტილება უკვე გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის და ოპოზიციის პროტესტის მიზეზი. მათი განცხადებით, მერია საუბრობს, რომ ა(ა)იპებს ამცირებს, ამ დროს კი ახალ ა(ა)იპს ქმნის, რომლის ბიუჯეტიც სამი მილიონ ლარზე მეტი იქნება.

მერიაში კი განმარტავენ, რომ სამუშაოების ჩატარება ა(ა)იპის მიერ გაცილებით ეფექტური და ეკონომიური იქნება.