სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია Samsung Electronics-ი, სმარტფონების ბაზარზე საკუთარი თავის პოზიციონირებას ყველასგან გამორჩეული მოდელით აპირებს. საუბარია ახალ ხაზზე, რომლის ეკრანის ”დაკეცვა” იქნება შესაძლებელი.
„სმარტფონი მიიღებს OLED ეკრანს, რომელსაც არაწახნაგოვანი ფორმა ექნება და გამორჩეული იქნება სხვა ბაზარზე არსებული სმარტფონებისგან მისი დაკეცვის ფუნქციით”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში სიახლის გამოსვლის კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, ის მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება.
როგორც ცნობილია, აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ კომპანია ამ ტიპის ეკრანის მქონე სმარტფონების წარმოებას გეგმავდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, მაგრამ ამჯერად კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, ის ახალი თაობის Galaxy Note სერიის ფარგლებში აწარმოოს.
მანამდე კი, როგორც ცნობილია, უკვე მიმდინარე თვეში კომპანია მისი ფლაგმანი მოდელის Galaxy S9-ს პრეზენტაციას გამართავს და შედეგად საკუთარი ლიდერი პოზიციის გამყარებას გეგმავს სმარტფონების გლობალურ ბაზარზე.
კოკა კვირკველია