მსოფლიოში ათასობით აეროპორტია, თუმცა რამდენიმე მათგანი თავისი ადგილმდებარეობით ნამდვილად გამორჩეულია.
წარმოგიდგენთ 7 ყველაზე უჩვეულო ადგილზე მდებარე აეროპორტებს.
გიბრალტარის აეროპორტი
გიბრალტარის აეროპორტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, რომელსაც ძირითადად სამხედრო ფრენებისთვის იყენებენ. თუმცა ბრიტანეთისა და ესპანეთის მიმართულებით სამოქალაქო ავიაციებიც სრულდება. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ქალაქიდან 500 მეტრში მდებარეობს და უისტონ ჩერჩილის გამზირს კვეთს. თვითმფრინავის ყოველი აფრენა-დაფრენის დროს მაგისტრალი იკეტება.შოტლანდია, აეროპორტი ბარრა
შოტლანდიის ეს უნიკალური აეროპორტი კუნძულ ბარაზე მდებარეობს და ერთადერთია მსოფლიოში, რომლის ასაფრენი ბილიკი ქვიშიან სანაპიროზეა განთავსებული. ბარას აეროპორტი ტრაი მორის ყურეშია მოწყობილი. აეროპორტს სამი მოკლე არაუმეტეს 800-მეტრიანი ასაფრენი ბილიკი აქვს. მოქცევის დროს აეროპორტი თავის ფუნქციას დროებით კარგავს, რადგან ბილიკი წყლით იფარება. ის ასევე არ ფუნქციონირებს ღამით.ახალი ზელანდია, აეროპორტი გისბორნი
გისბორნის აეროპორტი ახალი ზელანდიაში პატარა რეგიონალური აეროპორტია. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და რკინიგზის რელსები ერთმანეთს კვეთს, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. მას სამი - ბალახისა და ერთი მთავარი ასაფრენი ზოლი აქვს, სწორედ ეს მთავარი ბილიკი კვეთს გისბორნის სარკინიგზო ხაზს. აეროპორტი მუშაობს 6:30-დან 20:30 საათამდე, ღამით აეროპორტი არ გამოიყენება. აეროპორტში მხოლოდ შიდა რეისები სრულდება.პორტუგალია, კუნძული მადეირა, კრისტიანუ რონალდოს აეროპორტი
კრისტიანუ რონალდოს საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ სანტა-კრუზთან ახლოს მდებარეობს. დასაფრენი ბილიკი ციცაბო კლდის კიდეზე ხიდის სახითაა გაკეთებული, რომელსაც მაღალი ბოძები იჭერს. თავდაპირველად აეროპორტში ორი 1600 მეტრის სიგრძის ასაფრენი ბილიკი იყო. 1977 წელს მოხდა კატასტროფა, რის შედეგადაც 131 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ბილიკის სიგრძე 200 მეტრით გაზრდილიყო. 2000 წლისთვის ის კვლავ გადაკეთდა, მაგრამ ამჯერად ეს უფრო ფართო გახდა, ასაფრენი ბილიკის სიგრძე კი 2777 მეტრამდე გაიზარდა.წმინდა მარტინის კუნძული, აეროპორტი პრინცესა ჯულიანა
პრინცესა ჯულიანას აეროპორტი კუნძულ წმინდა მარტინზე მდებარეობს, რომელიც კარიბის ზღვის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო ცენტრს წარმოადგენს. აეროპორტი 1944 წელს გაიხსნა, ხოლო ჰოლანდიის დედოფალი ჯულიანა მას გახსნიდან ერთი წლის შემდეგ ესტუმრა. ამ აეროპორტის ასაფრენი ბილიკი მაჰოს სანაპიროზეა. შესაბამისად, თვითმფრინავი დაჯდომისას ზღვის დონიდან 10-20 მეტრის სიმაღლეზე ტურისტების თავზე დაფრინავს. მიუხედავად, უჩვეულო პირობებისა აეროპორტში არც ერთი ავარია არ მომხდარა.იაპონია, კანსაის აეროპორტი
კანსაის საერთაშორისო აეროპორტი იაპონიის ქალაქ ოსაკასთან ახლოს მდებარეობს. აეროპორტს უნიკალურობას ის სძენს, რომ იგი მთლიანად ხელოვნურად შემნილ კუნძულზეა განთავსებული. იაპონიის ამ რეგიონში აეროპორტის მშენებლობის იდეა 1960 წელს გაჩნდა, მაგრამ ქალაქის მახლობლად ასაფრენი ბილიკები ადგილობრივებმა გააპროტესტეს. მაშინ დაიბადა იდეა, რომ აეროპორტი დასახლებისგან მოშორებით ხელოვნურ კუნძულზე გაეკეთებინათ. 1987 წელს პროექტი დამტკიცდა და მშენებლობა დაიწყო. აეროპორტი 1994 წელს გაიხსნა. 2003 წელს მეორე ასაფრენი ბილიკი გაიხსნა, შესაბამისად, მეორე ხელოვნური კუნძული აშენდა.მცირე ანტილის კუნძულები, აეროპორტი ხუანჩო-ირაუსკინი
კარიბის კუნძულ საბას აეროპორტი ხუანჩო-ირაუსკინი პატარა კუნძულის საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. ამ აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე პატარა ასაფრენი ბილიკი აქვს, ის 396 მეტრია. აქ მხოლოდ სამი ტიპის თვითმფრინავის დაშვებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ავარიის შემთხვევები არ ფიქსირდება, ეს ყველაზე საშიშ აეროპორტად ითვლება. ასაფრენი ბილიკის თითოეულ მხარეს არის X ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ აეროპორტი კომერციული ავიაციისთვის დახურულია.იხილეთ ფოტოგალერეა
ლიკა ამირაშვილი