1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4749 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4749 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4962 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0213 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0773 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1073 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0300 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.