თბილისის სატრანსპორტო სისტემაში ავტობუსებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ბევრმა შესაძლოა, არ იცის, რომელია ყველაზე გრძელი და მოკლე სამარშრუტო ხაზი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით „ბიზნესპრეზნიუსი“ ავტობუსის შესახებ რამდენიმე ფაქტს წარმოგიდგენთ.
ყველაზე გრძელი ავტობუსის მარშრუტი №106-ია, რომელიც ორბელიანის მოედანიდან კიკეთის მიმართულებით მოძრაობს. მთლიანი ბრუნის სიგრძე 60.8 კილომეტრია.
ყველაზე მოკლე მარშრუტი კი №79-ია, ის მუხიანის დასახლებიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობს. მთლიანი ბრუნის სიგრძე 4.6 კილომეტრია.
მთლიანი ბრუნის დროის მიხედვით ყველაზე ხანგრძლივი მარშრუტი კი ნომერი 51-ია, მას 3 საათი და 15 წუთი სჭირდება.
რაც შეეხება ყველაზე ხანმოკლე მარშრუტს, დროის მიხედვით, ეს ნომერი 79-ია, რომელსაც 32 წუთი სჭირდება.
თბილისში სულ 2064 ავტობუსის გაჩერებაა. ყველა ავტობუსი ერთად აღებული დღეში საშუალოდ 129 449 კილომეტრს გადის.