საუდის არაბეთში ქალებისთვის გამოცხადებულ 140 ვაკანსიაზე 107 ათასი განაცხადი შევიდა

საუდის არაბეთის აეროპორტებსა და საბაჟოებზე საპასპორტო კონტროლის სამსახურის მიერ სპეციალურად ქალებისათვის გამოცხადებულ 140 ვაკანსიაზე 107 ათასი განაცხადი შევიდა.

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული სამსახური ქალებს დასაქმების ნებას დართავს. აღსანიშნავია, რომ თავად ვაკანსიის შესახებ განცხადება 600 ათასამდე ადამიანმა ნახა. ეს შემთხვევა კარგი ინდიკატორია იმისა, თუ როგორი „შიმშილია სამსახურისადმი“ არაბეთში ქალების მხრიდან, წერს CNN.

აპლიკანტებს მოეთხოვებათ, რომ იყვნენ 25-35 ასაკის, დაბადებულები და გაზრდილები საუდის არაბეთში, ასევე ჰქონდეთ სკოლის დამამთავრებელი დიპლომი, ან მისი დამადასტურებელი საბუთი.

აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის მეფის მიერ გაცხადებული რეფორმის, Vision 2030-ის ფარგლებში ტარდება. შეგახსენებთ, Vision 2030 საუდის არაბეთის ახალგაზრდა პრინცის საკამოდ ამბიციური გეგმაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზებას ითვალისწინებს და მის ფარგლებში ქალი მუშახელის რაოდენობის ზრდა ამჟამინდელი 22%-დან 30%-მდე იგეგმება.

საუდის არაბეთში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ვითარებაა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. ამ ქვეყანაში ქალს ბიზნესის დასაწყებად და ლიცენზიის მისაღებად ორი მამაკაცის თანხმობა სჭირდება.

კოკა კვირკველია