2017 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.7%-ით გაიზარდა და 11.9 ტვტ.სთ.-ს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „გალტ&თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარება 7.1%-ით გაიზარდა და შიდა მოხმარების 71.1% შეადგინა.
„სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარების მესამედს თელასის აბონენთა მოხმარება შეადგენდა (+5.2% წ/წ), ხოლო დანარჩენს ენერგო-პროსა და ყოფილი კახეთის ენერგოდისტრიბუციის (+8.1% წ/წ). კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 18.1%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ორმა კომპანიამ (საქართველოს რკინიგზა და რუსთავის ფოლადი) ამ სტატუსზე უარი თქვა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
კვლევის თანახმად, აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და შიდა მოხმარების 16.9% შეადგინა.
„ელექტროენერგიის ექსპორტი 2017 წელს 22.7%-ით გაიზარდა და 0.7 ტვტ.სთ.-ს გაუტოლდა. ელექტროენერგიის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდა (-70.1% წ/წ) და 254.0 გვტ.სთ შეადგინა, საიდანაც 80.7% იყო ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში, 16.6% რუსეთიდან სომხეთში, ხოლო დანარჩენი რუსეთიდან თურქეთში,“-აღნიშნულია კვლევაში.