კახა კალაძე - ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილება მიღებული

ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, სავარაუდოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

”ვმუშაობთ ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უკვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან მალე ვამცნობ”, - განაცხადა კახა კალაძემ.