ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ცენტრის და ვაშინგტონის #1 think tank-ის - The Heritage Foundation-ის გამოკვლევით, საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველია.
შეგახსენებთ, რომ The Heritage Foundation-მა ეკონომიკის თავისუფლების ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის გამოქვეყნება 2017 წლიდან დაიწყო.
ამ ლიდერმა ამერიკულმა ორგანიზაციამ მსოფლიო ქვეყნების სასამართლო სისტემები შეაფასა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა:
• Judicial independence (სასამართლოს დამოუკიდებლობა)
• Quality of the judicial process (სასამართლო პროცესების ხარისხი)
• Likelihood of obtaining favorable judicial decisions (კეთილსაიმედო სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა)
The Heritage Foundation-ის ექსპერტიზის მიხედვით საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის ევროკავშირის 14 სახელმწიფოს უსწრებს - ესპანეთს , იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს , სლოვაკეთს და სლოვენიას.
თავის მხრივ The Heritage Foundation-ის კვლევა ეფუძნება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის პროფილურ კვლევებს.
როგორც ირკევევა, მსოფლიოს წამყვანი და მიუკერძოებელი ორგანიზაციები - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლო ბანკი და Heritage Foundation-ი საქართველოს სასამართლოს მაღალ შეფასებებს აძლევს." - წერს დუნდუა