ინდიტექს ჯგუფში შემავალი სახლისთვის საჭირო ნივთებისა და დეკორის ბრენდმა „ზარა ჰოუმმა“ საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა.
ახალი მაღაზია თბილისი მოლის პირველ სართულზე განთავსდა, 450 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე. მაღაზიაში წარმოდგენილია სახლის ნივთებისა და დეკორის მრავალფეროვანი კოლექცია, მათ შორის ზარა ჰოუმ ქიდსი ბავშვებისთვის.
მთელს მსოფლიოში პოპულარული ბრენდს, ინოვაციური დიზაინითა და ინტერიერის ელეგანტური კონცეფციით, უკვე თბილისი მოლის პირველ სართულზე იხილავს მომხმარებელი.
“ზარა ჰოუმის თბილისი მოლში გახსნით ჩვენ სახლის მოდური დეკორისა და აქსესუარების ტოპ-ბრენდი შემოგვყავს ქალაქის რჩეულ სავაჭრო სივრცეში, რითაც საყიდლების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება მოლის სტუმრებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრ მომხმარებელს ველით თბილისი მოლში, რომლებსაც საშუალება ექნებათ პირველებმა აღმოაჩინონ და შეიძინონ მრავალფეროვანი ექსკლუზიური კოლექციები ჩვენს ახალგახსნილ მაღაზიაში” – აცხადებს დოქტორი იასინ სიბარი, ზარა-სა და ინდიტექს ჯგუფის საუდის არაბეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის გენერალური დირექტორი - კომპანია Alokair Fashion Retail.
ზარა ჰოუმი არის ინდიტექს ჯგუფში შემავალი სახლისთვის საჭირო ნივთებისა და დეკორის ბრენდი, რომლის კოლექციებიც ასახავს მოდის უახლეს ტენდენციებს და მოიცავს: თეთრეულს, მაგიდისა და აბაზანისთვის საჭირო ტექსტილს, ავეჯს, ჭურჭელს და სახლის გასაფორმებლად საჭირო სხვა დეკორატიულ ნივთებს, ისევე როგორც სახლის სამოსს, აბაზანის ნივთებსა და სხეულის მოვლის საშუალებებს.
როგორც ზარა ჰოუმის ყველა მაღაზია მსოფლიოში, თბილისის მაღაზიაც ყოველწლიურად წარმოადგენს უახლესი ტენდენციებით შთაგონებულ 2 კოლექციას. მაღაზიაში პროდუქციის განახლება მოხდება კვირაში ორჯერ.
2003 წელს პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ ზარა ჰოუმი სწრაფად გაიზარდა და ამჟამად 5 კონტინენტის 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს 500-ზე მეტი მაღაზიით. 5000-ზე მეტი პროფესიონალი ზრუნავს, რომ მოდისა და დეკორის უახლესი სეზონური ტენდენციები ყოველთვის იყოს ასახული ყოველკვირეულად განახლებად კოლექციებში. დიზაინერების საერთაშორისო გუნდი ქმნის უნიკალურ კოლექციებს, რომლებიც ეხმარება მომხმარებლებს შექმნან თბილი და მოდური ატმოსფერო სახლში.
ზარა ჰოუმი ეკუთვნის ინდიტექს ჯგუფს, მსოფლიოში უდიდეს მოდის საცალო ვაჭრობის ჯგუფს, რომელიც 9 ბრენდს მოიცავს ზარა ჰოუმი-ის გარდა ჯგუფში წარმოდგენილია Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Straparius, Oysho, Lefties და Uterqüe.
ზარა ჰოუმს ოპერირებას უწევს რითეილ გრუპ ჯორჯია Alokair Fashion Retail , ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს 35-ზე მეტ მოდის ბრენდს და მართავს 50-მდე მაღაზიას 2012 წლიდან.
(R)