„ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ამ წუთებში თბილისის მერიის „სატრანსპორტო კომპანიის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ამ წუთებში თბილისის მერიის „სატრანსპორტო კომპანიის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკითხვაზე იმყოფებიან შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამშენებლო სამსახურის, სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების ორი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი.

დაკითხვა ისნის პოლიციის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.