კახა კალაძე - თბილისში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა იგეგმება

თბილისში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა იგეგმება , - ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, ცენტრალურ ადგილებში პარკირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"მუშაობა დაწყებულია და მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში. ორ თვეში ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. რაც შეეხება ტრანსპორტს და სატრანსპორტო პოლიტიკას, ამაზე გავაკეთეთ განცხადებები თუ რას ვაპირებთ. დაგეგმილია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა პარკინგების მშენებლობა. ზოგადად, პარკირების საკითხი მოსაგვარებელია. ამაზე მოგახსენებთ კონკრეტულად, როცა გეგმა შემუშავდება", - განაცხადა კალაძემ.