„პროცესი დავიწყეთ და დაელოდეთ შედეგებს“ - კახა კალაძე „სითი პარკის“ ხელშეკრულების გადახედვაზე

თბილისის მერიამ „სითი პარკის“ ხელშეკრულების გადახედვა დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„დავიწყეთ პროცესი და დაელოდეთ შედეგებს", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 2014 წლის არჩევნებში გამარჯვებული დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასააარჩევნო დაპირება სწორედ "სითი პარკის" ხელშეკრულების გადახედვა იყო, რაც მერმა ვერ მოახერხა. მიზეზად კომპანიასთან დადებული "კაბალური ხელშეკრულება" დასახელდა, რომლის ცალმხრივად გაწყვეტაც თბილისის ბიუჯეტს 25 მილიონი ლარი დაუჯდებოდა.

მოგვიანებით, „სითი პარკის“ ხელშეკრულების გადახედვა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებაშიც გაჩნდა. კალაძე აცხადებდა, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას საერთოდ გააუქმებდა.

„ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არის გაფორმებული. როცა მე მერი გავხდები, აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ გამოინახოს სამართლებრივი შესაძლებელობები, რომ ეს ხელშეკრულება იყოს გაუქმებული. პირდაპირ ამ კომპანიის ინტერესშია, რომ ქალაქში არ იყოს გასაჩერებლი ადგილები, რადგან რაც ნაკლებია გასაჩერებელი ადგილი, ეს კომპანია უფრო მეტ ჯარიმას წერს, აღიზიანებს მოსახლეობას და თბილისის მოსახლეობას უწევს ჯიბეების დაცარიელება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის ცვლილებაზეც ვიმუშავებთ",- აცხადებდა წინასაარჩევნოდ კახა კალაძე.