ჩანჩქერი, ჯუნგლები, ფლამინგოები - მსოფლიოს 12 საუკეთესო მიმართულება წყვილებისთვის

თუკი გსურთ ხალხმრავლობას თავი გაარიდოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად დრო რომანტიულად გაატაროთ, მაშინ ამ მიმართულებიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. „ბიზნესინსაიდერი“ მსოფლიოს 12 რომანტიკულ ადგილს წარმოგიდგენთ.

ჩრდილოეთ ამერიკა

სამხრეთ კაროლინა - ხის სასტუმრო Bolt Farm TreeHause, რომელიც სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს. მდიდრულ და მყუდრო სასტუმროს ღია დაკიდული საწოლი აქვს, რომელიც წყვილს სიმყუდროვეს შეუქმნის.

მექსიკა - სასტუმრო Campera Hotel Hurbuja - აქ წყვილებს ბუშტის ფორმის გამჭვირვალე ნომრებს სთავაზობს. ნომრის ხედი ვენახზე გადის, სადაც თქვენ ღვინის დაგემოვნება შეგეძლებათ.

სამხრეთ ამერიკა

ბრაზილია - რომანტიკული მოგზაურობა შესაძლოა, ამაღელვებელი და ექსტრემალურიც კი იყოს. ჩანჩქერი Cachoera Da Fumaca ბრაზილიის სიდიდით მეორე ყველაზე გრძელი ჩანჩქერია.

ბოლივია - მსოფლიოს ყველაზე დიდი მარილის ტბა სალარ-დე-უიუნი, სადაც ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა ბინადრობს.

აზია

მალდივები - ძვირად ღირებულ სასტუმრო Soneva Jani მალდივებზე მდებარეობს. სასტუმროს წყლის სასრიალო აქვს, რომელიც პირდაპირ ოკეანეში ჩადის.

ტაილანდი - სასტუმრო KC Resort & Over Water Villas-ს უჩვეულო აუზი აქვს, იგი სასტუმროს ქვეშ მდებარეობს. ნომრის იატაკი კი გამჭვირვალეა, ამიტომაც, თუ თქვენ მეწყვილეს ცურვა არ უყვარს, შეგიძლიათ მასთან ახლოსაც იყოთ და თან იცუროთ.

ევროპა

შვეიცარია - სასტუმრო Villa Honegg-ს გასაოცარი აუზია, რომელიც არც ერთ სხვა აუზს არ ჰგავს, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება.

საბერძნეთი - სასტუმრო Dana Villas, რომელიც საბერძნეთის ქალაქ სანტორინში მდებარეობს მეტი ინტიმურობისთვის სასტუმროს აივნის ნაცვლად პირადი აუზი აქვს.

აფრიკა

კენია - სასტუმრო Elza`s Kopje-ს უჩველო სააბაზანო აქვს, ის ნომრის გარეთ ღია ცის ქვეშ მდებარეობს. ხედი კი მერუს ეროვნულ პარკს გადაჰყურებს.

ტანზანია - სასტუმრო Four Season Safari Lodge Serengeti-ის ხედი აუზიდან პირდაპირი მნიშვნელობით ჯუნგლებს გადაჰყურებს. თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად აუზშიც ინებივროთ და ამავე დროს სპილოების ნახვით დატკბეთ.

წყნარი ოკეანის კუნძულები

ახალი ზელანდია - სასტუმრო Onsen Hot Pools-ში ყველაფერია რელაქსაციისთვის, პირდაპირ კლდეზეა განთავსებული.

ფიჯი - სასტუმრო Laucala Island Resort ფიჯის ერთ-ერთ კერძო კუნძულზე მდებარეობს, რომელსაც შუშის აუზი აქვს.