"ტექნო ბუმი" "ბუმის საათებს" მართავს

კომპანია "ტექნო ბუმი" დღეიდან, მხოლოდ 2 დღე, საღამოს 17:00 საათიდან 23:00 საათამდე "ბუმის საათებს" მართავს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიათა ქსელში ყველა დასახელების ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება გამოცხადდება, რათა რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, დაბალ ფასად შეიძინოს ტექნიკა და ჩაერთოს "ტექნო ბუმის" გათამაშებაში, რომელიც 7 ივნისს, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, 21:45 საათზე გაიმართება.

გათამაშების პირობების თანახმად, ყოველ შეძენილ ერთ ნივთზე გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებთ და შანსი გეძლევათ, მოიგოთ 10 ოროთახიანი ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes Benz, 1000 სმარტფონი, 1000 პლანშეტური კომპიუტერი, 100 სარეცხი მანქანა, 100 მაცივარი, 100 გაზქურა 100 LED ტელევიზორი და სუპერ პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი.

"ბუმის საათები" ყველა მაღაზიაში - თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, ქუთაისში, ზესტაფონში, გორში, მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში ერთდროულად, საღამოს 17:00 საათიდან მხოლოდ 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება.