სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით მოსარგებლე მედიასაშუალებების ვიდეორგოლებს YouTube-ი შესაბამის განმარტებას დაურთავს. ამის შესახებ კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„2018 წელს მთავარი მიზანი მსოფლიოში შემქმნელებისთვის, რეკლამის დამკვეთებისთვის და მომხმარებლებისთვის უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნელყოფაა. დღეიდან იმ ვიდეოებს, რომლებიც ამა თუ იმ დოზით სახელმწიფომ ან საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დააფინანსეს, ჩვენ შესაბამის შეტყობინებებს დავურთავთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია ჯერ მხოლოდ აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს შეეხება.