უკრაინის მშპ გასული წლის განმავლობაში 2,1%-ით გაიზარდა. ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 2,7% იყო. ამასობაში კი რუსეთის ეკონომიკა 2017 წელს მხოლოდ 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო 2016-ში საერთოდაც 0,2%-ით შემცირდა.
რატომ და როგორ უსწრებს უკრაინის ეკონომიკის მაჩვენებლები რუსულს?
როგორც BBC წერს, ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს ეკონომიკური კრიზისის შემდგომი აღდგენითი პროცესები: რუსეთში 2014 წელს ნავთობზე ფასების ვარდნის შემდგომი, უკრაინაში კი ყირიმსა და დონბასზე კონტროლის დაკარგვის.
თუ გადავხედავთ გასული ათწლეულის ციფრებს, ნათელი გახდება, რომ უკრაინის ეკონომიკამ უფრო მძიმედ გადაიტანა ბოლო და 2008 წლის ეკონომიკური კრიზისები, ვიდრე რუსეთმა. და მიუხედავად ზრდისა, უკარინის მშპ 20%-ით დაბალია დღეისათვის, ვიდრე 10 წლს წინ.
„ბოლო ორი წლის 2%-იანი ზრდა მხოლოდ დაბალი ბაზის ეფექტის შედეგად მოხდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, უკრაინის ეკონომიკა წარსულში იდმენად შემცირდა, რომ ამჟამინდელი ზრდა მნიშვმნელოვნად გამოიყურება“ - ნათქვამია სტატიაში.
ამ ქვეყნის ეკონომიკის სრული რეაბილიტაცია არაა მალე მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2022 წლისთვის უკრაინის ეკონომიკა იქნება 2%-ით დაბალი, ვიდრე ეს იყო 2007 წელს, ხოლო რუსეთის ეკონომიკა მასზე კვლავ 20%-ით დიდი იქნება.
თუ საუბარია რუსეთის ეკონომიკის ან ევროკავშირის უღარიბესი ქვეყნების დაწევაზე, მაშინ ამას სავარაუდოდ, ათწლეულები დასჭირდება.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი შესაძლებლობების მიხედვით (2016)
უკრაინა - $7 509
რუსეთი- $24 967
ლატვია - $23 834 (ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა)
კოკა კვირკველია