ვინ მიაღწევს პირველი ტრილიონამდე - Apple, Amazon თუ Alphabet?

ამერიკელი ანალიტიკოსების უმეტესობისთვის სავსებით ნათელია, რომ პირველი კომპანია, რომელიც ტრილიონ დოლარიან ზღვარს მაიღწევს, იქნება მსოფლიოს სამი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიიდან ერთ-ერთი. კითხვა მხოლოდ ერთია - რომელი მათგანი იქნება პირველი.

Amazon

უკვე ხუთშაბათს Amazon-ი საკუთარ კვარტალურ ანგარიშს წარადგენს და ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება, თუ რომელი მათგანი იმყოფება ამ საოცნებო ციფრთან ყველაზე ახლოს.

თუ ვიმსჯელებთ ფინანსური შედეგებით, მაშინ ამ შეჯიბრის გამარჯვებული იქნება ონლაინ რიტეილერი Amazon-ი. მისი შემოსავლები იზრდება, შესაბამისად, იზრდება კაპიტალიც. ამ კომპანიის შემოსავლები 2017 წელს 31%-ით გაიზარდა და 177,9 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო სუფთა მოგებამ 3 მილიარდი შეადგინა. ერთადერთი რაც ამ კომპანიას ხელს შეუშლის ტრილიონამდე ზრდაში, ეს არის მისი მხრიდან ფულის სწრაფი ხარჯვა: ამ დროისთვის კომპანია აქტიურად მუშაობს Prime Video სერვისზე, რომელმაც დიდი კონკურენცია უნდა გაუწიოს Netflix, ხოლო მეორეს მხრივ, ის ასევე მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარ ხმოვანი დამხმარეს „ალექსას“ განვითარებაში. გარდა ამისა, კომპანია ასევე ავითარებს საკუთრივ „ამაზონის“ ქსელს, რათა უფრო სწრაფად მოხდეს კლიენტებისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდება.

Apple

თავის ხმრივ Apple დიდ იმედებს ამყარებს მის 999-დოლარიან სმარფტონზე iPhone X-ზე. შესაბამისად, მისი წარმატება მეტწილად დამოკიდებულია სწორედ ამ სმარტფონის წარმატებაზე. თუ საქმე ძალიან კარგად წავა, მაშინ კომპანია ძალიან სწრაფად გადალახავს ტრილიონიან ზღვარს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით Apple-ის შემოსავლებმა 2018 წლის პირველი ფინანსური წლისთვის 88,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 13%-იანი ზრდა გახლავთ. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ iPhone Х -ის გაყიდვებმა მათ მოლოდინებს გადააჭარბა.

Alphabet

კომპანია Google-ის მშობელი კომპანიაც ასევე 20%-იან ზრდაზე იუწყება, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი შემოსავლები საძიებო სისტემაზე და YouTube-ზე მოდის. შესაბამისად, თუ კომპანიას სურს მიუახლოვდეს ტრილიონიან ზღვარს, მან უნდა გაზარდოს შემოსავლები სხვა სფეროდანაც, გარდა რეკლამისა.

უპირველეს ყოვლისა მან ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებას. Google-მა გასულ წელს სმარტფონი Pixel 2 წარმოადგინა, ხოლო მისი ვირტუალური ასისტენტისთვის Google Home მსხვილი მარკეტინგული კამპანია აწარმოა. მაგრამ იმუშავეს მათ?

როდესაც საქმე მიდის ტექნიკამდე, Alphabet ჩამორჩება კონკურენტ Apple-ს.

თუმცა ამ კომპანიას საქმე ცუდად მაინც არ აქვს. ის ლიდერი გახლავთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ეს კი სამომავლოდ ძალიან მსხვილი ინვესტიციაა.

დღეისათვის Apple-ის ღირებულება შეადგენს 860 მილიარდ დოლარს, Amazon-ის 700 მილიარდს, ხოლო Alphabet-ის ღირებულება 817 მილიარდს შეადგენს.

არ არის გამორციხული ტრილიონიანი ზღვარი სამივემ ერთად გადალახოს.

კოკა კვირკველია